ახალგაზრდა საჩხერელმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ჰიუსტონში მიმდინარე ასპარეზობაში დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალს დაეუფლა. 22 წლის ქართველმა გოლიათმა 105+ წონით კატეგორიაში საერთო ჩათვლაში 454 კილოგრამი აჩვენა და ამ შედეგით, მხოლოდ რუსეთის სახელით მოასპარეზე ალექსეი ლოვჩევს ჩამორჩა, რომელმაც თავის მხრივ სარეკორდო 475 კილოგრამი დააფიქსირა.
ამავე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა ირაკლი თურმანიძეც, რომელმაც 422 კილოგრამით 12-ე ადგილი დაიკავა.