ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ოჯახი წუხელ დააყაჩაღეს. როგორც გვითხრეს ორი შეიარაღებული პირი მამალაძეების სახლში დაახლოებით 10 საათისთვის შეიჭრა. ოჯახის უფროსმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ყაჩაღებმა 800 ლარი წაიღეს და დანაშაულის ადგილი მამალაძის კუთვნილი ავტომანქანით დატოვეს.
მომხდარზე უკვე აღძრული სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.