გუშინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახი დააყაჩაღეს.
გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს საქმე დროულად იქნას გახსნილი. _
" გუშინ მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა. იმიტომ, რომ შეიძლება ითქვას, ჩვენ ყველა დაგვაყაჩაღეს – მთელი გურიის ხელისუფლება.
მე ზაალ მამალაძეს ვესაუბრე, ასევე დავუკავშირდი გურიის პოლიციის სამმართველოს უფროსს. ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი, ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა ვის დააყაჩაღებენ, ყველა ბოროტმოქმედი პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული. როდესაც შედიან და საკრებულოს თავმჯდომარეს აყაჩაღებენ, ეს არის აღმაშფოთებელი. საქმის გასასხნელად მუშაობს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონული სამხარეო პოლიცია. მინდა გითხრათ, რომ პოლიცია და პროკურატურა ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს საქმე დროულად გამოიძიონ და დამნაშავეები პასუხისგევაში მისცენ."- თქვა გურიის გუბერნატორმა.