პოპ-მუსიკის დედოფალი მადონა, ამერიკის პრეზიდენტობაზე ოცნებობს. ამერიკელმა მომღერალმა განაცხადა, რომ საკუთარ თავს, მომავალში შეერთებული შატატების პრეზიდენტის სავარძელში ხედავს. ის დარწმუნებულია, რომ შეძლებს ამერიკელი ხალხის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.
"შეუძლებელია ცხოვრებისა და ქვეყნის ერთ დღეში შეცვლა, მე მინდა ამერიკის პრეზიდენტი ხანგრძლივი ვადით გავხდე. ქვეყნის ფულს, შეიარაღებასა და ომებში კი არ გავფლანგავდი, არამედ ინვესტიციებს, განათლებისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროებში ჩავდებდი".
მადონას თქმით, მისი სამუშაოც რთულია და დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს, რადგან წლების განმავლობაში პოპულარობის შენარჩუნება და წარმატებული კარიერის ქონა, არც ისე, მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
"გახდე ცნობილი საკმაოდ მარტივია, წარმატებულ ადამიანად დარჩენა კი ძალიან რთულია. დარწმუნებული არაფერში არ უნდა იყოთ, მთავარი მაინც საკუთარი საქმის სიყვარულია, უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. მთელ შენს შემოქმედებაში, უნდა ჩადო შენივე სული, რომ შედეგით შენც კმაყოფილი იყო და შენი შემფასებელიც. ეს კი, დამერწმუნებით, არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს"- ამბობს მადონა.