28 ნოემბერს სტიქიამ კურორტ ბახმაროს შეუტია _ როგორც ჩვენთან საუბრისას ააიპ ბახმაროს დირექტორმა დავით საჯაიამ აღნიშნა, ქარიშხალმა კურორტზე ხეები მოგლიჯა და სახლები დააზიანა:
_ 50 ზე მეტი სახლია დანგრეული. სახურავებია ახდილი. დაზიანდა სასტუმროს შენობის ნაწილი. ზარალი საკმაოდ დიდია, _ გვითხრა საჯაიამ.
საჯაიას ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზარალდა ვაკიჯვრის, ინგოროყვას და სატყეოს ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა.
გივი სიხარულიძის ფოტოები