"გურია ნიუსის" ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ აყვანილი ოთხი პირიდან, ორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალიდან არის.
"2015 წლის 29 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ წარმოებული საგამოძიები ღონისძიებების საფუძველზე ყველა მითითებულ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკის შედეგად 4 პირის საცხოვრებელი სახლებიდან ამოიღეს იარაღი ხელყუმბარები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ყუმბარები, , ნოუთბუქები, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD დისკები , ისლამური სახელმწიფოს დროშები, სიმ ბარათები“ – განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლევან იზორიამ.
"გურია ნიუსი" უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურს დაუკავშირდა და ეცადა გაეგო, შეესაბამება თუ არა ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია სიმართლეს.
"ვერაფერს გეტყვით დამატებით", – გვითხრეს პრესსამსახურში.