13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, გერმანიამ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ დაწყებულ საომარ ქმედებებში მონაწილეობა გადაწყვიტა.
აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გერმანიის პარლამენტის მხარდაჭერით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებთან საბრძოლველად "ტორნადოს" სადაზვერვო თვითმფრინავი, სამხედრო ფრეგატი და 1 200 სამხედრო გაიგზავნება.
როგორც ცნობილია, გერმანიამ გასულ კვირას მალში 650 ჯარისკაცი გაგზავნა, რომლებიც 1 500 ფრანგ სამხედროს "ისლამურ სახელმწიფოსთან" საომრად შეუერთდნენ.
"ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველად ჩვენ დიდი გამძლეობა დაგვჭირდება,"_ განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ–უოლტერ შტეინმეიერმა.