20 მარტს, “გურიის თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თემურ სალუქვაძემ ბრიფინგი გამართა. როგორც მან თქვა, ის, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ბოლო პერიოდში კონტროლის პალატის მხრიდან გახორციელდა, შემაშფოთებელია.
თემურ სალუქვაძემ ჟურნალისტებთან, ასევე, აღნიშნა, რომ დღეს საზოგადოებაში უკვე გაისმის მოსაზრებები, რომ დაკითხულ ადამიანთა სიების შედგენაში, მონაწილეობა მიიღეს სოფლებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.