პოლ სეზანი. "ბანქოს მოთამაშეები". 250 მილიონი დოლარი.
პოლ სეზანის "ბანქოს მოთამაშე" მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშია. ყატარის სამეფო დინასტიამ "ბანქოს მოთამაშეები" ერთ–ერთ ღია აუქციონზე 250 მილიონ დოლარად შეიძინა. აღნიშნული ტილოს ყოფილი მფლობელი ბერძენი მილიარდერი გეორგ ემბირიკოსი იყო, რომელსაც მისი გაყიდვა გარდაცვალებამდე, ჯერ კიდევ 2011 წლის ზამთარში სურდა. აღსანიშნავია, რომ სეზანმა "ბანქოს მოთამაშეები" სულ 5 ვერსიად შექმნა (1890-1895). დანარჩენი ოთხი ორსეს მუზეუმში (პარიზი), მეტროპოლიტენ მუზეუმში (ნიუ–იორკი), ბარნსის ფონდსა (ფილადელფია) და კურტოს ხელოვნების ინსტიტუტში (ლონდონი) ინახება.
პოლ ჯექსონ პოლოკი. "ნომერ. 5, 1948" . 140 მილიონი დოლარი.
ცნობილი ამერიკელი აბსტრაქციონისტის ჯექსონ პოლოკის ტილო "ნომერ 5,1948" 2006 წლის ნოემბერში, სოტბის აუქციონზე უცნობმა კოლექციონერმა 140 მილიონ დოლარად იყიდა. ტილოს ყოფილი მფლობელი კინოპროდიუსერი და ხელოვნების ნიმუშების ცნობილი კოლექციონერი დევიდ გეფენი იყო. პოლოკმა ტილო 1948 წელს საკუთარი უნიკალური "დასხმის" ტექნიკით შექმნა. ტილოს ახალი მფლობელი, სავარაუდოდ, გერმანელი კოლექციონერია.
უილიამ დე კუნინგი . "ქალი III“" 137 მილიონი დოლარი .
უილიამ დე კუნინგის ტილო "ქალი III" ამერიკელმა კოლექციონერმა დევიდ გეფენმა მილიონერ სტივენ კოენს 2006 წელს მიყიდა. აბსტრაქციონისტმა უილიამ დე კუნინგმა 1953 წელს შექმნა.
გუსტავ კლიმტი. "ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი I". 135 მილიონი დოლარი.
ავსტრიელი სიმბოლისტის გუსტავ კლიმტის ნამუშევარი "ადელ ბლოხ-ბაიერის პორტრეტი I" კლიმტის შედევრებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, მას "ოქროს ადელ"-სა და "ავსტრიულ მონა ლიზა"საც კი უწოდებენ. ნამუშევარი 1907 წლით თარიღდება და იგი ადელ ფერდინანდ ბლოხის მეუღლის შეკვეთითაა შესრულებული. ნახატი 2006 წელს 135 მილიონ დოლარად რონალდ ლოდერამ ნიუ-იორკში საკუთარი გალერიისთვის იყიდა.
პაბლო პიკასო. "შიშველი ფიგურა, მწვანე ფოთლები და ბიუსტი". 106,5 მილიონი დოლარი.
პიკასომ ტილო "შიშველი ფიგურა, მწვანე ფოთლები და ბიუსტი" აუქციონზე უცნობმა პიროვნებამ ტელეფონით შეიძინა. ეს სიამოვნება მას 106,5 მილიონი დოლარი დაუჯდა. ტილო ლოს-ანჯელესში მცხოვრები ქველმოქმედის, ფრენსის ლასკერ ბროდის პირადი კოლექციიდანაა. აუქციონზე, როცა ნახატის გასაყიდმა ფასმა 95 მილიონ დოლარს მიაღწია, ბროდი რვა მსურველს ცხრა წუთის განმავლობაში ევაჭრებოდა.