თბილისში, გუშინ აბანოთუბანში მდებარე ჯუმა მეჩეთი გაძარცვეს, როგორც მუფთი, იასენ ალიევი აცხადებს, მეჩეთიდან წაღებულია კომპიუტერი.
საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" (PMMG) გმობს გუშინ ღამით ქალაქ თბილისში, აბანოთუბანში მდებარე ჯუმა მეჩეთის გაძარცვის ფაქტს და მიიჩნევს, რომ მომხდარი, გარდა კრიმინალური ქმედებისა, წარმოადგენს "სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო"-ს საქმიანობისათვის ხელისშეშლას. "მრავალეროვანი საქართველო"(PMMG) მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული საქმე და უზრუნველყონ როგორც გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ასევე დამნაშავეების დროული დასჯა.