იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკინი სასამართლოს რეფორმის დარგში გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს. თუმცა, ჯერჯერობით არ აკონკრეტებს რა ცვლილებებზეა საუბარი.
გარდა ამისა წწულუკიანი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას მიკერძოებულია.
"საკონსტიტუციო სასამართლოს ის კოლეგია, რომელშიც ბატონი ნიკა გვარამიას ყოფილი მოადგილე, ბატონი ზურაბ ადეიშვილის ყოველთვის ნდობით აღჭურვილი ქალბატონი მაია კოპალეიშვილი მონაწილეობს, არის მიკერძოებული და ვერც იქნება მიუკერძოებელი, რადგან იქ სხედან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკური თანამდებობის ყოფილი პირები.
გიორგი პაპუაშვილის მიუკერძოებლობაც ხშირ შემთხვევაში იწვევს კითხვის ნიშნებს, მაგრამ თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საკუთარი მიუკერძოებლობის იმიჯის ხარჯზე მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები, ჩვენი ვალია მათ გადაწყვეტილებებს დაველოდოთ და პატივი ვცეთ. თუმცა, ამ სასამართლოს, რეფორმირების თუ სხვა კუთხით გაჯანსაღება დასჭირდება. ვაპირებ, რომ ძალიან მალე საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის დარგში პირველი მოკრძალებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგა," _ აცხადებს თეა წულუკიანი.