სტუდენტებს, მეცნიერებს, შემოქმედ ადამიანებს და საერთოდ, ყველა ჩვენგანს არა მარტო ბევრი ფიქრი, არამედ ბევრის დამახსოვრებაც სჭირდება. ხანდახან იმდენად ბევრის, რომ თავბრუ გვესხმის. მაგრამ, დამახსოვრების პროცესის შემსუბუქება შესაძლებელია, თუ გონებრივი დატვირთვის დროს სპეციალურად მივიღებთ საჭირო საკვებ პროდუქტს.
სესიების დროს სტუდენტებმა უნდა მიიღონ რაც შეიძლება მეტი კომბოსტო, რადგან ის ხსნის ნევროზს და ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის აქტივობას. იმისთვის, რომ გამოცდების წინ გაუთავებლად არ გქონდეთ შიშის გრძნობა, რეგულარულად უნდა მიირთვათ კომბოსტოს სალათა. სესიებისთვის მზადების დროს კარგია მზესუმზირა ან გოგრის თესლი. მიირთვით ლიმონი და უკეთ იაზროვნებთ, რაშიც მასში შემავალი C ვიტამინი დაგეხმარებათ. ახალ ინფორმაციასაც ადვილად აღიქვამთ.
იდეალური პროდუქტი მათთვის, ვისაც ხშირად ეძაბება მეხსიერება, ყურადღება, თვალები, არის მოცვი, რომელიც ხელს უწყობს ტვინის სისხლით მომარაგებას. კენკრა აძლიერებს თვალის კუნთებს და მხედველობაზეც დადებითად მოქმედებს. მოცვი განსაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვინც კომპიუტერთან მუშაობს.
თუ თქვენ გონების მაქსიმალური დაძაბვაც გიწევთ, ან ავტომანქანას დიდხანს მართავთ, თან იქონიეთ თხილი ან კაკალი. მათი ხშირი მიღება კურნავს დაავადებულ ნერვულ სისტემას და ხელს უწყობს ტვინის უკეთესად მუშაობას.
ფსიქიკური და გონებრივი გადაღლილობის დროს, დაგეხმარებათ ხახვი. ის ათხელებს სისხლს, რითაც ხელს უწყობს ტვინის ჟანგბადით მომარაგებას. ყოველდღიური მინიმალური დოზა საშუალო სიდიდის ხახვის ნახევარია.
შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის აუცილებელია ლეღვი. ის შეიცავს ნივთიერებას, რომელიც შემადგენლობით ასპირინს წააგავს და ტვინს ჟანგბადით მომარაგებაში ეხმარება.