https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გამოძიების ერთ-ერთი სამუშაო ვერსია შურისძიებაა

7:12; 19.12.2010
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ნიღბიანმა მამაკაცმა მამა-შვილი თეოდორ და ირაკლი ხურციძეები ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ სახლში ჩაცხრილა.  დაიჭრა ხურციძეების რძალი ქეთი აშუბა და 10 თვის გიორგი ხურციძე. აშუბა თვენახევრის ფეხმძიმეა. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სტაბილურია 10 თვის  გიორგის მდგომარეობაც.
დაჭრილი ქეთევან აშუბა და მცირეწლოვანი ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ოზურგეთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ პირველადი დახმარება გაუწიეს, შემდეგ კი ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრში მოათავსეს. “გურია ნიუსთან” საუბარში ბავშვთა საავადმყოფოს მორიგე ექიმი დალი მოქია აღნიშნავს, რომ ბავშვი შემოიყვანეს მარცხენა წვივის არეში მიყენებული ჭრილობით და ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ჩვენთან საუბრისას,  ქეთი აშუბა მომხდარი ფაქტის დეტალებს ვერ იხსენებს და როგორც ამბობს, მხოლოდ გასროლის ხმა ახსოვს: “არაფერი არ ვიცი, იმ ოთახში არ ვიყავი, მე არ დამინახავს ვინ იყო. როცა გასროლის ხმა გავიგე, გავვარდი და ჩემს მამამთილს ბავშვი ხელიდან გამოვტაცე; ასხლეტილი ტყვია მაშინ მომხვდა. მეუღლე არსად არ მუშაობდა, არ ვიცი, ვის შეიძლებოდა, ეს გაეკეთებინა, არც ეჭვი მაქვს ვინმეზე”, _ გვითხრა დაზარალებულმა.  დეტალებზე არც აშუბას დედ-მამა საუბრობს:
“დაგვირეკეს თქვენი შვილი დაჭრილიაო. აქ მოსვლის შემდეგ გავიგე, რომ ჩემი სიძე და მძახალი გარდაცვლილები იყვნენ. ვერ გეტყვით რა და როგორ მოხდა. მომხდარით გაოგნებულები ვართ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ პრობლემების ან ვინმეს მუქარის შესახებ ჩვენთვის არაფერი არ არის ცნობილი, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ვახტანგ აშუბამ.
როდესაც თავდამსხმელი ხურციძეების სახლში შევიდა, იქ მეზობლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ოზურგეთის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე ჰყავდათ.
“გურია ნიუსთან” საუბრისას, თვითმხილველები მომხდარის დეტალებს იხსენებენ და ამბობენ, რომ თავიდან ყველაფერი ხუმრობა ეგონათ: _ ოთახში რომ ნიღბიანი ადამიანი შემოვიდა, გვეგონა ხუმრობდა და ნებისმიერ წამს აიხდიდა ნიღაბს. ირაკლი იკითხა, რომელიც სამზარეულოში იყო გასული. აქ ვარო _ ოთახიდან გამოსძახა ირაკლიმ. ყველაფერი წამებში მოხდა _ თავდამსხმელმა კარი გააღო და ირაკლის რამდენიმეჯერ ესროლა, _ გვითხრა ერთმა თვითმხილველმა, რომლის ვინაობას მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ვასახელებთ.
_ თეოდორი დერეფანში იყო და ხელში გიორგი ეჭირა. სროლის ხმის გაგონებაზე ქეთი გარეთ გავარდა და მამამთილს პატარა ხელიდან გამოგლიჯა. სწორედ ამ დროს ესროლეს ოჯახის უფროსს, _ აღნიშნა მეორე თვითმხილველმა.
მათი თქმით, გიორგის გადარჩენა დედამ მოახერხა: _ ქეთის რომ თეოდორისთვის ბავშვი ხელიდან არ გამოერთმია და ეზოსკენ არ გაქცეულიყო, ალბათ პატარაც დაიღუპებოდა. ქეთის და გიორგის თეოდორისთვის გამიზნული ასხლეტილი ტყვია აქვთ მოხვედრილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის რწმუნებული  აბესალომ ბოლქვაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ მკვლელმა ჯერ ერთს ესროლა, მერე _ მეორეს. უცნობია, დედა-შვილს განზრახ ესროლა თუ ასხლეტილი ტყვია მოხვდათ.
“შემზარავი ფაქტია. ტრაგიკული ოჯახია. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. მეზობლები ამბობენ, რომ მათ ვერ იცნეს თავდამსხმელი. ნიღბიანი კაცი სახლში შევარდა, ჯერ ირაკლი იკითხა და იმწამსვე ესროლა, შემდეგ კი მამას მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა”.
როგორც გავარკვიეთ, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი და მთავარი _ შურისძიებაა.
სამართალდამცავებმა უკვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი სოფელ შრომის მკვიდრი დავით ქადეიშვილია, რომელსაც ხურციძეების ოჯახთან ბიძაშვილ-მამიდაშვილობა აკავშირებს. მომხდარიდან მეორე დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქადეიშვილზე ძებნა გამოაცხადა: “იძებნება მკვლელობისთვის, ჯილდო 10 000 ლარი!” _ იუწყება შსს ოფიციალური ვებ-გვერდი პოლიცე.გე.
ქადეიშვილი, რომელიც 2010 წლის შობა ღამეს, სოფელ შრომის რწმუნებულის დაღაჩაღებაშია ბრალდებული, იძებნება და დაუსწრებლად 22 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. აღსანიშნავია, რომ მის საქმეს, შარშან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულის თანაშემწისა და რწმუნებულის თანამდებობა შეეწირა, თითქოსდა, მათ ეჭვმიტანილის  ადგილსამყოფელი იცოდნენ.
მაშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის რწმუნებულს, ზურაბ მჟავანაძეს 7 იანვარს, დილის 5 საათზე თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ, რომლებსაც მისი გაძარცვა ჰქონდათ განზრახული. 
როგორც მჟავანაძე ამბობს, იგი საათზე მეტს ხანს აწამეს: “წამაქციეს, თავზე ფეხი დამაბიჯეს, ფულს და ოქროს მთხოვდნენ. უარის მიღების შემდეგ ჩემი “დასკოჩვა” დაიწყეს. პარალელურად, ცხვირ-პირში ავტომატს მირტყამდნენ”, _ ამბობდა მომხდარიდან მეორე დღეს  “გურია ნიუსთან” საუბარში მჟავანაძე. მაშინ შეიარაღებულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიაც გაუვარდათ. გასროლის ხმა მეზობლებმა შეიტყვეს და საპატრულო პოლიციას მიმართეს, თუმცა ყაჩაღებმა მჟავანაძის ავტომანქანის გატაცება და მცირე  თანხის წაღება მაინც მოახერხეს.
ამ შემთხვევაში დაყაჩაღების ვერსია გამორიცხულია, რადგან მკვლელს არაფერი მოუთხოვია. ჩვენი კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, შემზარავი მკვლელობის ღამესაც ქადეიშვილი ვახშმობის დროს მივიდა ხურციძეების ოჯახში. არსებული ინფორმაციით, ის ხურციძეების ოჯახს ხშირად სტუმრობდა და აფარებდა თავს. უკან გაბრუნებისას, იქვე პოლიციის მანქანა შეუნიშნავს, დამალულა, პოლიციის მანქანის წასვლის შემდეგ კი ოჯახში შევარდნილა, დაუყვირია _ “ჩამიშვითო?!”, მოუკითხავს ირაკლი და ავტომატის ჯერი გაუშვია.  წყაროს ინფორმაციის გადამოწმება საკმაოდ რთულია, რადგან საქმე უმძიმეს დანაშაულს ეხება და ყველა დუმილს ამჯობინებს ან კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვას ითხოვს.
საქმეს განსაკუთრებულ სიმძიმეს მატებს ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ, ხურციძეების ოჯახში კიდევ ერთი სისხლიანი ტრაგედია დატრიალდა: თბილისში, დოლიძის ქუჩაზე  მდებარე ბინაში, ტყვიით გარდაცვლილი  იპოვეს ირაკლი ხურციძის ძმა _ ელგუჯა და დედა. მაშინ, გამოძიების  მიერ დადგინდა, რომ ელგუჯა ხურციძეს იარაღი წმენდისას გაუვარდა და დედა შემოაკვდა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. თუმცა, 15 დეკემბერს თხინვალში მომხდარი ამ საზარელი ფაქტის შემდეგ, მაშინდელი ოფიციალური დასკვნის აღარ სჯერათ ხურციძეების ახლობლებს, რომლებიც ჩვენთან საუბრისას არ გამორიცხავენ, რომ ოჯახი დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული, კარგად ორგანიზებული შურისძიების მსხვერპლი გახდა. მაშინ, სოფელშიც არ საუბრობდნენ სხვა ვერსიებზე, მაგრამ ახლა, მაშინდელ ფაქტსაც აღარ მიაწერენ უბედურ შემთხვევითობას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"კეთილი" პატრონები სახელმწიფოს საკუთარ ქონებას "ჩუქნიან"

"ჭადი, ბაბაია, ჭადი!"

ყველა სიახლე

საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25.01.2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25.01.2026
სამართალი

ვინ ჩაცხრილეს ავტომობილში – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

11:10; 25.01.2026
სამართალი

პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი

10:51; 25.01.2026
სამართალი

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 1პირი

10:41; 25.01.2026
სპორტი

„ალო, დათუნაშვილის ბინააო?“

10:29; 25.01.2026
სპორტი

„ერთ დღეს გამოვიპარე და თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი“

10:21; 25.01.2026
სპორტი

„ბინა გასაგებია, მაგრამ ეს „ვოლგა“ რა მანქანაა ასეთიო…“

9:53; 25.01.2026
საზოგადოება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

9:47; 25.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24.01.2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24.01.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა ოჯახს ოზურგეთში საზოგადოების დახმარება სჭირდება

20:55; 24.01.2026
საზოგადოება

ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24.01.2026
სამართალი

მანქანაში ორი კაცი ჩაცხრილეს: რა დეტალებია ცნობილი

19:19; 24.01.2026
სამართალი

ავარიას 33 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა – ქვეითს ავტომობილი დაეჯახა 33 წლამდე

19:04; 24.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო