ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში პირველი თოვლი მოვიდა, რომელსაც ჯერჯერობით მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ნუგზარ ცინცაძის თქმით, თოვლის საფარი მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში 5-10 სანტიმეტრს აღწევს.
"თოვლს მოსახლეობაში ჯერ პრობლემები არ შეუქმნია. მისი საფარი არც ისე დიდია და ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოების საჭიროება არ არის როგორც მთავარ, ისე სოფლის შიდა გზებზე" – აცხადებს ცინცაძე.
რაც შეეხება დაბლობს, აქ ღამით მცირე თოვლი და შიგადაშიგ სეტყვა დაფიქსირდა. სეტყვა განსაკუთრებით ძლიერი სუფსასა და მის მიმდებარე სოფლებში იყო, თუმცა, დილით შედარებით გამოიდარა.