"გურია ნიუსის"ინფორმაციით, დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში სასწრაფო დახმარების მანქანები და სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.
" ჩვენ ეს ინფორმაცია გავიგეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებისგან, როდესაც ისინი ამოვიდნენ დაბა ნასაკირალში. ვიღაცას დაურეკია 112-ზე და უთქვამს სკოლაში ჩხუბიაო . გავიგეთ, რომ ვაჰაბიტებს სკოლის შენობა აქვთ ალყაშიო. მოკლედ სასწრაფო დახმარების მანქანები და სამართალდამცავები იმყოფებოდნენ ნასაკირალში, მეტი ჩვენ არაფერი არ ვიცით. სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა, რადგან ეს ყველაფერი ცრუ განგაში იყო," – გვითხრეს დაბა ნასაკირალში.
ცრუ განგაშს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
" მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად შევიდა შეტყობინება 112-ზე. სამართალდამცავებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს . ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები. შეტყობინება არ აღმოჩნდა მართალი". – გვითხრეს შსს პრესსამსახურში.