ეს ფოტო ჩოხატაურის ცენტრშია გადაღებული. აქ სოფლიდან ჩამოსული სამარშრუტო ავტობუსები უნდა დადგნენ, მაგრამ, რადგან ეს ადგილი უნებართვოდ აქვთ დაკავებული ტაქსის მძღოლებს, მიკროავტობუსების გასაჩერებელი ადგილი აღარ რჩება და მძღოლები იძულებულნი ხდებიან, მანქანა სხვა ადგილზე გააჩერონ. შეუფერებელ ადგილზე გაჩერებისთვის კი მათ გამუდმებით აჯარიმებენ.
მგზავრები შეწუხებული არიან ამ მდგომარეობით და შესაბამისი სამსახურისგან საკითხის მოგვარებას ითხოვენ.