უბედური შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურებში. როგორც გვითხრეს, ახალგაზრდა მამაკაცს ს.დ-ს ელექტროსადენების შეკეთების დროს დენმა დაარტყა:
_ დიდთოვლობის გამო ელექტროსადენები იყო დაწყვეტილი. ს.დ. "ელექტრიკი" არ იყო, თუმცა, მსგავსი საქმეები კარგად ესმოდა. გზაზე მოდიოდა და სადენი დაინახა მიწაზე დაგდებული. აიღო, შეკეთებას აპირებდა. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ მოვიდა დენი და ადგილზე მოკლა ახალგაზრდა კაცი, _ გვითხრეს თვითმხილველებმა.
მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ "ენერგო პრო ჯორჯიაში". ადგილობრივი სერვისცენტრის ხელმძღვანელის ვანო ჭარბაძის თქმით შემთხვევის დეტალების დაზუსტებას ამ წუთებში ცდილობენ.
ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნამდე, გარდაცვალების მიზეზებზე არ საუბრობენ. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია.