ბრიტანული გამოცემა "The Sun"-ის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ ცნობილმა მსახიობმა კოლინ ფერტმა ლონდონის პოლიციას მიმართა და "შეყვარებული "ქალბატონებისგან დაცვა მოითხოვა.
55 წლის მსახიობი ცოლთან და შვილებთან ერთად ლონდონის ერთ-ერთ ფეშენებელურ რაიონში ცხოვრობს. სერ კოლინს თაყვანისმცემელი ქალები მოსვენებას არ აძლევენ და მასთან შეხვედრას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ.
ცოტა ხნის წინ მსახიობთან სიარულს 46 წლის ფოსტალიონმა მოუხშირა. ამ ქალბატონმა განაცხადა, რომ ფერტთან კორესპოდენციის მიტანას ცოცხალი თავით არავის დაანებებდა და თითოეულ წერილს, გაზეთს თუ შეტყობინების ფურცელს პირადად ხელში გადასცემდა.
ქალი მსახიობის ოჯახში ლამის ჩასახლდა და მას სიცოცხლე გაუმწარა. პოლიციამ "ღირსეული მანდილოსანი" განყოფილებაში მიიყვანა და ახსნა – განმარტებითი საუბარი ჩაუტარა. ფოსტალიონმა პირობა დადო, რომ საყვარელ მამაკაცს აღარ გაეკარებოდა. ის სახლში გაუშვეს, კოლინ ფერტის სახლის წინ კი პოლიციელებმა მუდმივი მორიგეობა დააწესეს.