საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პატიმრების შეწყალების უფლებას ითხოვს:
"ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს", _ ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა სასჯელაღსრულების მინისტრმა. კახი კახიშვილი ფიქრობს, რომ პატრიარქს ამის უფლება უნდა ჰქონდეს:
_ "მეც მიმაჩნია, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს ეს უფლება. ერის წინამძღვარია. მასზე ბრძენი ადამიანი არ ვიცი ვინ არის, ამიტომ ნამდვილად უნდა ჰქონდეს მას შეწყალების უფლება", _ განაცხადა კახა კახიშვილმა.