"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის და პარლამენტარის, ეკა ბესელიას თქმით, ის მიესალმება იმ ფაქტს პატიმრებს თუ შეიწყალებს პატრიარქი.
"საჯაროდ პირველად გაჟღერდა პატრიარქის ეს სურვილი და მე ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი თუ ჩვენ ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებდით. ვფიქრობ ეს იქნებოდა ძალიან კარგი და სასარგებლო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პატრიარქსაც გქონდეს ეს განსაკუთრებული უფლება, როგორც ადამიანს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ნდობა საზოგადოების."_ თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ეკა ბესელიამ.