კიევის ყოფილი მერი, მილიარდელი ლეონით ჩერნოვიცკი ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ამის შესახებ განცხადება ჩერნოვიცკიმ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
_ "მე წარმოგიდგენთ ახალ პარტიას "პარტია ბედნიერი საქართველოსთვის", _ ასე გააკეთა ახალი პარტიის პრეზენტაცია კიევის ყოფილმა მერმა.
რადიო მაესტროს ჟურნალისტის ანნა ლაპიაშვილის ინფორმაციით ლეონით ჩერნოვიცკიმ პარტიის პროგრამაზეც ისაუბრა:
მისივე თქმით ჩერნოვიცკის გეგმებში სასამართლოს გამოყვანა მთავრობის დაქვემდებარებიდან და მოსმენებისგან გათავისუფლება შედის:
_ პარლამენტში შესვლისთანავე პენსიები უნდა გავზარდოთ 400-500 ლარამდე. საიან მივიღოთ ეს ფული? _ სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან. რა საჭიროა ამდენი სამინისტროს შენობა? გადასახადები უნდა გაიზარდოს მდიდრებისთვის ისე, როგორც ისრაელშია. ვისაც ძვირადღირებული მანქანები ჰყავს ფულიც უნდა გადაიხადონ, _ აცხადებს კიევის ყოფილი მერი, რომლის უახლოეს პოლიტიკურ გეგმებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოება შედის.