3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მონე პირთა საერთაშორისო დღეს, შშმ პირთა მომსახურების ცენტრის _ "ჩვენ ერთად ვართ", ორგანიზებით, ჩატარდა შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ ჩოხატაურის სკოლების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები და შშმ პირები.
სსს მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს ზღაპრის გმირების გარემოცვაში გაატარეს რამდენიმე მხიარული საათი.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო, ჩოხატაურის კულტურის განყოფილება, არასამთავრობო ორგანიზაციები _ "ტოა" და "შალომ კლუბ გურია".