"ქართულის ოცნების" ლანჩხუთის ოფისის გახსნა
დღეს, 2 საათზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნა. პრეზენტაციას "რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი, "თავისუფალი დემოკრატი" ვიქტორ დოლიძე და "ქართული ოცნებიდან" გიორგი ვოლსკი ჩამოვიდნენ. მათ ერთად გახსნეს ახალი ოფისი და საზოგადოებას გაერთიანების ხელმძღვანელად სოსო ბოლქვაძე წარუდგინეს. ბოლქვაძე, ჯერჯერობით, მედიასთან ვრცელ კომენტარს არ აკეთებს და გვითხრა, რომ ინტერვიუს ერთ კვირაში მოგვცემს. "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ოფისის პრეზენტაციას თავად ბიძინა ივანიშვილი არ დასწრებია.
ამ პრეზენტაციის პარალელურად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა.