ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი უამინდობაა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამ დროისთვის ელექტროენერგია 2 957 აბონენტს არ მიეწოდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ ინგლისსა და შოტლანდიაში მთელი კვირის მანძილზე გადაუღებლად წვიმს, რამაც წყალდიდობა გამოიწვია.
მაუწყებლის ცნობით, წყალდიდობის შედეგად 55 000 სახლი, რკინიგზის რელსები და სპორტული მოედნები დაიტბორა.
როგორც ცნობილია, რეგიონში დახურულია სკოლები და ასევე შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა.
წყალდიდობის გამო მთავრობის წარმომადგენლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან საგანგებო მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, თავშესაფარია გახსნილი იმ ადამიანებისთვის, ვისი საცხოვრებელი სახლებიც წყალდიდობის გამო დაიტბორა.