ქალაქ ოზურგეთში მულტიკულტურული კაფე "რვას+1" გაიხსნა. კაფე, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ინიციატივით და ორგანიზატორობით ფუქციონირებას უკვე შეუდგა.
"ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" თავმჯდომარის, მარინა თოფურიას თქმით, უკვე გაწერილია ის ღონისძიებები, რომელიც ყოველ თვე გაიმართება.
"ყველას შეუძლია მოვიდეს და გაეცნოს მისთვის სასურველ ნაწარმოებებს, ამისთვის ნამდვილად კარგი გარემოა. ასევე ვგეგმავთ ყოველთვე სხვადასხვა ქვეყნის ისტორიას დავუთმოთ", _ თქვა მარინა თოფურიამ.
კაფის გახსნაზე მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისე კოლტონ ჰიტი, რომელმაც პრეზენტაციაზე ამერიკის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ ისაუბრა.