1. მონატრების ყველაზე საშინელი ფორმაა, როდესაც ხარ მასთან და გრძნობ, რომ ის არასდროს იქნება შენი.
2. შესაძლოა ამ ქვეყნად შენ მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის შენ ხარ მთელი ქვეყანა.
3. ნუ ტირი იმის გამო, რომ ეს დამთავრდა. გაიღიმე იმის გამო, რომ ეს იყო.
4. არ არის საჭირო ამდენი მცდელობა, ყველაფერი საუკეთესო შემთხვევით ხდება.
5. არასდროს მოიშორო ღიმილი, თუნდაც მოწყენილი იყო: ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვარდეს.
6. მე შენ მიყვარხარ არა იმის გამო, თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმის გამო, თუ ვინ ვარ მე შენს გვერდით.
7. ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ტკივილს მოგაყენებენ. უნდა განაგრძო ადამიანების ნდობა, უბრალოდ, ოდნავ გაფრთხილდი.
8. ჩვენ ვხვდებით უამრავ ადამიანს მანამ, სანამ იმ ერთადერთს შევხვდებოდეთ და იქნებ იმიტომ, რომ უფალს სურს, მადლობა ვუთხრათ, როდესაც ეს მოხდება.
9. ნამდვილი მეგობარი ის არის, ვისაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.
10. არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს. ისინი კი, ვინც იმსახურებენ, არასდროს გაიძულებენ, იტირო.