REUTER-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მუსულმანების შესვლა უნდა აიკრძალოს.
"ჩვენ არ გვაქვს არჩევანი, გარდა იმისა, რომ მკაცრი ზომები გავატაროთ და ქვეყანაში შემოსვლა მუსულმანებს ავუკრძალოთ,"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა თავდამსხმელების მსხვერპლი ვერ იქნება.
"ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება საშინელი თავდამსხმელების მსხვერპლი, რომლებიც, მჯერა რომ არიან ჯიჰადის წევრები და არ მაქვს მათ მიმართ არანაირი პატივისცემის გრძნობა,"- განაცხადა ტრამპმა.