თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და "თბილისის განვითარების ფონდის''კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ პირებს დავით ალავიძესა და ალექსი თაბუაშვილს აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობით შეუცვალა.
ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დავით ალავიძესა და ალექსი თაბუაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 დამე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინათ 2013 წლის 27 ივნისს. მათ ბრალად ედებათ 2011-2012 წლებში, ქ. თბილისის მერთან გიორგი უგულავასთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, "თბილისის განვითარების ფონდის'' კუთვნილი დიდი ოდენობით 48 900 822 ლარის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა.
ვინაიდან, დავით ალავიძე და ალექსი თაბუაშვილი დღემდე თავს არიდებენ სასამართლოში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების დაცვით, მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა.