https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

    ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

    ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნარმანია, ივანიშვილი გოცაძე – ინტერესთა კონფლიქტი თბილისის ბოტანიკურ ბაღში

0:12; 10.12.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილ ხელმძღვანელსა და დედაქალაქის მერიას შორის დაწყებული სკანდალი გრძელდება. ბოტანიკური ბაღის ყოფილი ხელმძღვანელი ნინო გოცაძე მერიის მაღალჩინოსნებს ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხდებს, რომ დედაქალაქის მთავრობამ  თანამდებობიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტებებისა და შესაბამისი დოკუმენტის გაცნობის გარეშე გადააყენა. გოცაძე ვარაუდობს, რომ მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი თბილისის მთავრობის ის გეგმებია, რომლებიც ბოტანიკური ბაღის ვითომ განვითარებას უკავშირდება. მისივე  განცხადებით, ქალაქის მთავრობა ბოტანიკური ბაღის ტურისტულ ზონად განვითარებას გეგმავს, რაც სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე დაცულ ტერიტორიას საფრთხეს შეუქმნის. ყოფილი დირექტორის თქმით, ბაღში გასართობი და რეკრეაციული დანიშნულების მქონე ინფრასტრუქტურული შენობების აშენებაც იგეგმება.

ბრალდებები ბაღის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გოცაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრისგან თავს, თუმცა, ბოტანიკურ ბაღში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ნინო გოცაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას დეზინფორმაცია უწოდებს.

"არავითარი მსგავსი რამ, რაზეც დეზინფორმაცია ვრცელდება, არ იგეგმებოდა, ბოტანიკური ბაღი თავისი დატვირთვით და დანიშნულებით განვითარდება კიდევ უფრო მეტად," _ განმარტა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ნარმანიამ.

ბოტანიკური ბაღის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებებს გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილეც. ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ნინო გოცაძემ თავად დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ.

"ჩვენ გვქონდა საუბარი იმ ხარვეზები შესახებ, რომელიც ბოტანიკურ ბაღში ახლდა მის მუშაობას და ვფიქრობთ, რომ ბოტანიკური ბაღი იმსახურებს უფრო მეტს, ვიდრე ის დღეს არის. ამისათვის მნიშვნელოვანია იქ ახალი მენეჯმენტის არსებობა," _ განმარტავს ირაკლი ლექვინაძე და დასძენს, რომ "ახალი მენეჯმენტის წინაშე დგას ორი მთავარი ამოცანა – ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს ბევრად უფრო მოვლილი, უნდა მოხდეს სამეცნიერო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გამოყენება, ასევე, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის ის უნდა იყოს უფრო მიმზიდველი და პოპულარული ადგილი. ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს იგეგმება რაიმე ინფრასტრუქტურული პროექტები და გასართობი ცენტრები, ეს აბსოლუტური სიცრუეა".

კიდევ ერთი ბრალდება, რაც გოცაძის წინააღმდეგ გაჟღერდა ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებზე გაცემულ ხელფასებს ეხება.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი აცხადებს, რომ გოცაძემ ხელფასები დებულების დარღვევით გასცა.

"ქალბატონი ნინო გოცაძე აცხადებს, თითქოს 8 თვის წინათ დირექტორობიდან მისი გათავისუფლება მსურდა, რაღაც პროექტების განსახორციელებლად… აღნიშნული წარმოადგენს დეზინფორმაციას. სინამდვილეში, საქმე ეხებოდა ქ-ნ ნინო გოცაძის მიერ ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებზე დებულების დარღვევით გაცემულ ხელფასებს. აღნიშნულ საკითხზე არსებობს მერიის შიდა აუდიტის ვრცელი დასკვნა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ მას", _ აცხადებს გიორგობიანი.

როდის დაიწყო დაპირისპირება

"გურია ნიუსი" შეეცადა გაერკვია, რა იყო ნინო გოცაძის გათავისუფლების რეალური მიზეზი და რაში ადანაშაულებს ის მერიის მაღალჩინოსნებს.

როგორც ნინო გოცაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, დაძაბულობა მასა და  დედაქალაქის ხელმძღვანელობას შორის ჯერ კიდევ 2014 წლის ბოლოს დაიწყო. მას შემდეგ მერიის მაღალჩინოსნებმა მისი გადადგომა მოითხოვეს, თუმცა თანამდებობა არ დაუტოვებია.

"პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოტანიკურმა ბაღმა დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. სანამ პროექტს დავდებდით, თბილისის ზღვაზე მდებარე დენდროლოგიურ პარკში ხეების დარგვა დაიწყეს. სართიჭალის სანერგე მეურნეობაში იყვნენ წასულები ჩემი ექსპერტები  და იქ ნახეს  20-25 წლის გადაბერებული ხეები, რომლის დარგვასაც   დენდროლოგიურ პარკში აპირებდნენ. ეს იყო ჩამოსაწერი ხეები, რომელთა თვითღირებულებაც განულებული იყო. ფაქტიურად, ყველა გასახმობად იყო განწირული. ამაზე მე ხელი არ მოვუწერე სხვა  ექსპერტების დადებით დასკვნას. ამის შემდეგ ბიძინა გიორგობიანმა ჩემთან სამსახურში შემოუშვა აუდიტი რომ  მოეძებნათ  დარღვევები. ეს მოხდა 2015 წლის მარტში. რომ ვერაფერი იპოვეს, დამიბარეს გიორგობიანმა და ნინა ხატისკაცმა კაბინეტში და კატეგორიულად მომთხოვეს, დამეწერა განცხადება და წავსულიყავი სამსახურიდან. თუმცა მე ეს არ გავაკეთე. ამის შემდეგ, ბიძინა გიორგობიანის დავალებით,  ბოტანიკურ ბაღში აუდიტი შემოვიდა დარღვევების აღმოსაჩენად.

საბოლოოდ, მიზეზად დაასახელეს ის, რომ 2015 წლის იანვარ-თებერვალში, მაშინ, როდესაც თბილისის ბიუჯეტი დამტკიცებული არ იყო, მე თანამშრომლებზე გავეცი ხელფასები. როგორც იცით, დედაქალაქის მერიის ბიუჯეტი 20 დეკემბერს მტკიცდება. ყოველი თვის 10 რიცხვში ვაგზავნით მერიის საფინანსო სამსახურში მოთხოვნას, რომ სახელფასო  1 თვვის განაკვეთი ჩაირიცხოს ჩვენს ანგარიშზე, რომ ჩვენ თანამშრომლებს დავურიგოთ.  ამის შემდეგ, მოთხოვნა მიდის ცენტრალურ ხაზინაში და თუ არის  დამტკიცებული ბიუჯეტი ისინი უკან აგზავნიან  თანხას და მერიის საფინანსო სამსახური სვამს ბაღის ანგარიშზე. ბიძინა გიორგობიანმა ამ შემთხვევაში მიზეზად მოიდო ის, რომ არ იყო დამტკიცებული ბოტანიკური ბაღის ბიუჯეტი და მე ორი თვის ხელფასები თანამშრომლებზე ისე გავეცი. თუ მე დავარღვიე  ბაღის შრომითი დებულება,  ამ შემთხვევაში მერიის საფინანსო სამსახურმა და ცენტრალურმა ხაზინის  შესაბამისმა სტრუქტურამ რატომ გამოუშვა თანხები ბოტანიკური ბაღის  ანგარიშზე? ე.ი. უფრო ზედა ეშელონებშია პრობლემა", _ აღნიშნავს გოცაძე და დასძენს, რომ მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი ერთადერთია, ის მერიის ახლანდელ ხელმძღვანელობას პარკში ვიზიტორიებისთვის მოსასვენებელი ადგილებისა და ინფრაქტრუქტურული პროექტების განხორციელებაში არ ეთანხმებოდა, რაც, მისივე აზრით, ბოტანიკური ბაღის განვითარების ნაცვლად, მის განადგურებას შეუწყობს ხელს.

"რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორებისთვის გასართობი ადგილების განთავსებას, ეს არის თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ნუგზარ კახნიაურის იდეა. ის ერთი თვის წინ ბრძანდებოდა ჩემთან და მითხრა, რომ რა საჭიროა ბოტანიკური ბაღი, ვის რაში სჭირდება შენი საკოლექციო ნაკვეთები, ღობეები უნდა მოვშალოთ, ჰამაკები გავაბათ, შვლები, ხოხბები და ფარშევანგები გავუშვათ ბაღის ტერიტორიაზე, სასტუმროები  უნდა აშენდეს აქ, წარმოდგენაც არ გაქვს, უცხოელები რამდენ ფულს გადაიხდიან ბაღში ღამის გათევაშიო. მე შენ გასწავლი ბოტანიკურ ბაღში ბიზნესის კეთებასო. დარწმუნებული ვარ, ეს არის კახნიაურის იდეა და ძალიან მიკვირს, რომ ახლა ეს ორი დღეა დამალულია და კონტაქტზეც არ გამოდის.

აქამდე ვიცოდი, რომ  ბოტანიკურ ბაღს არანაირი კავშირი არ ჰქონდა "პანორამა თბილისთან", თუმცა, ნუგზარ კახნიაურმა  ოთხშაბათს,  ბოტანიკურ ბაღში დირექტორის წარდგენისას განაცხადა, რომ ბოტანიკურ ბაღს შინდისისკენ უნდა შემოუერთდეს 150 ჰექტარი მიწა და განვითარდეს ინფრასტრუქტურა რომ ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდოს. ვუპასუხე, რომ ჯერ ის 94 ჰექტარს მოვუაროთ და ახალი მიწების შემოერთებაზე მერე ვიზრუნოთ-თქო", _ აცხადებს გოცაძე.

მისივე თქმით, პრობლემებთან დაკავშირებით რამდენჯერმე თავადაც მიმართა მერიას, თუმცა პასუხები რამდენიმე თვის დაგვიანებით მიიღო.

"თუ რაიმე პრობლემა გაჩნდებოდა და მერიაში წერილს გავაგზავნიდი, კანონით დადგენილი 10 დღის ნაცვლად 3-4 თვე  ველოდებოდი პასუხს. ამ თვეების განმავლობაშიც, ყოველდღიურ რეჟიმში ვარკვევდი, ვინ იყო იმ საკითხზე პასუხისმგებელი. 4-5-ჯერ მიწევდა ერთიდაიგივე წერილის გაგზავნა მერიაში, რაზეც პასუხს ვერ ვიღებდი. რამდენჯერმე ირაკლი ლექვინაძეს თავადაც დავურეკე და ვთხოვე, ბიძინა გიორგობიანი მუშაობაში ხელს მიშლის და თქვენთან გავარკვევ ბაღში არსებულ პრობლემებს-თქო. ორჯერ შევხვდი ლექვინაძეს და მაშინვე ბიძინა გიორგობიანს დაუძახა, მასთან ბაღის პრობლემებზე საუბარი ვერ მოვახერხე. ორი თვეა ასევე, წლიური ანგარიშის მოსმენას ვეხვეწები ლექვინაძეს, რომელიც უკვე გამზადებული მაქვს დიდი ხანია, მაგრამ მთავრობის ვერცერთ სხდომაზე 5 წუთი ვერ გამოინახა, რომ ეს ანგარიში მოესმინათ.

თუ რაიმე ხარვეზები იყო ბაღის მუშაობაში და მას შენიშვნები ჰქონდა, სად არის ამის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი? ან მე როდის არ ვიყავი მზად მათთან კომუნიკაციისთვის, მაშინ, როდესაც ყოველ მეორე დღეს მერიაში დავდიოდი.

აბსოლუტურად არანაირი მოთხოვნა, რისი განხორციელებაც მერიას ბოტანიკურ პარკში უნდოდა და მე ვერ გავეკეთე, აქამდე არ ყოფილა. მათგან განსხვავებით,  ნესმიერერ შემოთავაზებას და დავალებას მყისიერად, მეორე დღესვე ვასრულებდი და უკან ვუბრუნებდი შესრულებული სამუშაოს ანგარიშს", _ აცხადებს გოცაძე.

როგორც ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი ამბობს, ბაღის ახალ ხელმძღვანელს არანაირი სამეცნიერო გამოცდილება არა აქვს და  დარწმუნებულია, რომ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ მთავრობის დავალებების შესასრულებლად დანიშნეს.

რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს ბოტანიკურ ბაღთან

ბოტანიკური ბაღის დირექტორის შეცვლას საკრებულოს ოპოზიციაც აპროტესტებს. ირაკლი აბესაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობს და ამბობს, რომ ბაღს სტატუსის დაკარგვა ემუქრება. 

"ბატონი თამაზ დარჩიძე, რომელიც მოიაზრება ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის ფავორიტად და ახლობელ ადამიანად დაინიშნა თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორად იმისთვის, რომ საკითხები ისევე უხმაუროდ და უმტკივნეულოდ დალაგდეს, როგორც ეს ბათუმში მოხერხდა ", _ აცხადებს აბესაძე. 

მისივე თქმით, გოცაძის გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, რადგან მას ბოტანიკურ ბაღთან პირადი ინტერესები აქვს. საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ პროექტ "პანორამა თბილისის" ფარგლებში ასაშენებელი ერთ-ერთი სასტუმრო ბოტანიკური ბაღს გადაჰყურებსსავა, აქედან გამომდინარე, აბესაძე ეჭვობს, რომ ყოფილი პრემიერს სურს ინფრასტრუქტურის განვრცობა და საკუთარი პროექტისთვის შემატება.

"ცხადია, რომ ბოტანიკურ ბაღს ბიძინა ივანიშვილი  საკუთარ ეზოდ განიხილავს. "პანორამა თბილისის" პროექტის ფარგლებში ის აპირებს სასტუმროს მშენებლობას, რომელიც მთლიანად ბოტანიკურ ბაღს გადაჰყურებს და როგორც სჩანს უნდა ინფრასტრუქტურის განვრცობა და საკუთარი პროექტისთვის შემატება და ამ ყველაფრისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დაისაჯა ეს ადამიანი. ის საუბრობდა , რომ მერის კაბინეტში მას ემუქრებოდა უცნობი ადამიანი, რომელიც აბსოლუტური დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქნებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების ან უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი. ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებების აღსრულების უფლებას მერიას არავინ აძლევს. ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს კვლავ შეიძლება ეწირებოდეს ბოტანიკური ბაღი, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი რეკრეაციული სივრცე", _ ამბობს აბესაძე.

აქვს თუ არა რაიმე კავშირი ბიძინა ივანიშვილს ბოტანიკურ ბაღთან, ამ კითხვაზე ბაღის ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ მან ეს არ იცის.

"მე არ ვიცი არის თუ არა თამაზ დარჩიძე ვინმეს კანდიდატი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ის არ არის პროფესიონალი, არასოდეს ჰქონია სამეცნიერო გამოცდილება,  ისტორიკოსია. ვიცი, რომ მას ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჰყავდა ძალიან ძლიერი სპეციალისტები, რომლებიც ყველაფერს უკეთებდნენ, მისი ერთ-ერთი თანამშრომელი და გულშემატკივრის ძმა არის ბათუმის ვიცე-მერი, რომლის ფინანსური მხარდაჭერა და მოქმედების თავისუფლება ჰქონდა ბატონ თამაზს. ის იყო უბრალოდ ბაღის სახე, რომელიც ყველას თავს უხრიდა და მთავრობის დავალებებს ბრმად ასრულებდა. ახლა უკვე თბილისში ჩამოიყვანეს, რომ ისევ მთავრობის დავალებები შეასრულოს. რაც თვითონაც დაადასტურა ჩემთან საუბარში და აღნიშნა, რასაც მეტყვიან იმას გავაკეთებო", _ აცხადებს გოცაძე.

ვიცე-მერის მერის შეთავაზება და გოცაძის უარი

როგორც გოცაძე აცხადებს, თანამდებობის დატოვებამდე ვიცე-მერ ირაკლი ლექვინაძისგან სხვა სამსახურის შეთავაზება მიიღო, თუმცა, როგორც ის ამბობს, სამსახური, რომელსაც მას სთავაზობდნენ ჯერ შექმნილიც არ არის.

"ბატონი ირაკლი ლექვინაძე ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ ის მე სხვა სამსახურში გადაყვანას მთავაზობდა. მე ის დამპირდა,  რომ ორი სტრუქტურის გაერთიანების შემდეგ (ბოტანიკური ბაღი, დენდროლოგიური პარკი) დავრჩებოდი ბაღში, ოღონდ არა დირექტორის, არამედ მოადგილის სტატუსით, თუმცა, მოგვიანებით, ბაღის ახალი დირექტორის თამაზ დარჩიძის პირით გააჟღერეს, რომ მე საერთოდ უნდა წამოვსულიყავი.  ამის შესახებ როდესაც ლექვინაძეს ვესაუბრე, მითხრა, რომ რაიმე სხვა სამსახურს მოგიძებნიო. მან მერიის ერთ-ერთ შპს-ში, რომელიც ბაღებს კურირებს, კონსულტანტის  თანამდებობა შემომთავაზა. რომელიც გაურკევეველი ფიქციებისაა და გაცილებით დაბალი ანაზღაურებით. ვუთხარი, რომ ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო. გარდა ამისა, ჯერჯერობით ის თანამდებობა რასაც მთავაზობდნენ შექმნილიც არ არის", _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას გოცაძემ.

ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ ის სასამართლოს  მიმართავს და საკუთარი უფლებების აღდგენას მოითხოვს.

"გავიარე კონსულტაციები იურისტებთან, ახლა სარჩელს ვამზადებ და სასამართლოს აუცილებლად მივმართავ. ჯერ არ შემიტყობინებია საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და მსოფლიოს სხვადასხვა ბოტანიკური ბაღების ხელმძღვანელებისთვის. აუცილებლად გავუგზავნი შესაბამის წერილებს. არ მინდა, რომ ჩვენი სამარცხვინო სიტუაცია, რომელიც  შეიქმნა ბაღის გარშემო საქართველოს გარეთ გავიდეს თუმცა იძულებული ვარ ეს გავაკეთო", _ ამბობს გოცაძე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

Facebook-მა წლის ყველაზე აქტუალური მოვლენების ათეული დაასახელა

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "ექსტაზი" ამოიღო

ყველა სიახლე

საზოგადოება

“მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ რეალობას!…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

0:00; 19.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა – არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი პირი

18:52; 18.01.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:12; 18.01.2026
საზოგადოება

ბავშვების სახელზე გაფორმებული ნანგრევები: რატომ ვერ იღებს დაზარალებული ოჯახი კუთვნილ დახმარებას?

15:58; 18.01.2026
პოლიტიკა

“განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა”- სალომე ზურაბიშვილი ერნოტთან შეხვედრაზე

14:56; 18.01.2026
საზოგადოება

ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

12:51; 18.01.2026
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს

11:31; 18.01.2026
სამართალი

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავა

11:25; 18.01.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

11:18; 18.01.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11:09; 18.01.2026
სამართალი

დაჭრის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

11:06; 18.01.2026
მსოფლიო

ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

10:20; 18.01.2026
მსოფლიო

ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

10:11; 18.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ”- თბილისის მერია თოვლიან ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9:56; 18.01.2026
ზაფრანი

„ეჰ, ის სხვა საქართველო იყო, სულ სხვა…“

9:41; 18.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო