ცნობილი ბრიტანელი კომიკოსი როუენ ატკინსონი (მისტერ ბინი) სპორტული მანქანებითაა გატაცებული. მიუხედავად არაერთი აკრძალვისა, საღამოობით ლონდონის ქუჩებში საკუთარი ბოლიდებით დიდი სიჩქარით დაჰქრის და ხიფათშიც არაერთხელ აღმოჩენილა.
მისტერ ბინს სარბოლო ავტომანქანების მთელი კოლექცია აქვს და აქტიურადაც იყენებს მათ დანიშნულებისამებრ.
ბრიტანული მას-მედიის მტკიცებით, ცოტა ხნის წინ მსახიობი საშინელ ავარიას ბეწვზე გადაურჩა.
მისმა სპორტულმა „მაკლარენმა“ მართვა დაკარგა, საათში 370 კილომეტრის სიჩქარით ბოძს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ატკინსონმა ალმოდებული მანქანიდან დამოუკიდებლად გადმოსვლა შეძლო, ქუჩაში გამვლელებმა კი სახანძრო სამსახურს გამოუძახეს.
პოპულარული მსახიობი სხვადასხვა სახისა და სიმძიმის ტრავმებით რამდენიმე დღით ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააწვინეს.
საინტერესოა, რომ კომიკოსს ანალოგიური შემთხვევა 2012 წელსაც დაემართა. მის "იაგუარს" ცეცხლი გაუჩნდა და მსახიობი მაშინაც სასწაულით გადარჩა.