სლოვენიაში პოლიციელები საპროტესტო აქციას მართავენ. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 3 000-მდე პოლიციელი მთავრობის შენობის წინ ხელფასის გაზრდის მოთხოვნით შეიკრიბა.
ანალიტიკოსების თქმით, მოსალოდნელია გაფიცულ პოლიციელებს მხარი მასწავლებლებმა, მეხანძრეებმა და სხვა საჯარო მოხელეებმაც დაუჭირონ, რაც უფულოდ დარჩენილი მთავრობის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.