მსხვერპლი მოყვა ხანძარს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ინტაბუეთში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა:
_ როგორც ჩანს მეზობლებმა გვიან შენიშნეს ხანძარი და სამაშველოს დაურეკეს. როდესაც მეხანძრეები ავიდნენ, მამაკაცი უკვე დაღუპული იყო. წინასწარი ინფორმაციით კვამლით გაიგუდა, _ გვითხრეს უწყების პრესსამსახურში.
დაღუპულის მეზობლების თქმით, მამაკაცი 60 წლის იყო და სახლში მარტო ცხოვრობდა.