ავსტრიის პოლიციას გამოცხადებული აქვს ძებნა დამნაშავეზე, რომელიც ბარაკ ობამას ნიღბით ბანკებს ძარცვავს.
მავანმა დამნაშავემ, რომელსაც ობამას ნიღაბი უკეთია, უკვე გაძარცვა რამდენიმე ბანკი, რომელთა შორის უკანასკნელი იყო "ჰანდენბერგის კომუნის ბანკი", საიდანაც 10 000 ევრო წამოიღო.
ავსტრიის პოლიციის ცნობით, "ობამა” 2012 წლიდან აყაჩაღებს ბანკებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა ეროვნებისაა დამნაშავე, თუმცა, თვითმხილველების თქმით, იგი ავსტრიელი უნდა იყოს.