რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა დღეს მოხსნა.
რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და თბილისის საკრებულოს ფრქცია „ქართული ოცნების“ წევრი გადაწყვეტილების მიზეზებს არ ასახელებს.
აბუსერიძის გადაწყვეტილების გახმაურების ცნობილი გახდა, რომ კანდიდატურა მოხსნა გია ნიჟარაძემაც.
_ „გაცნობებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის 2015 წლის 20 დეკემბერს საერთო ყრილობაზე გასამართ სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვხსნი ჩემს კანდიდატურას" _ აღნიშნულია ნიჟარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ ეტაპზე უცნობია როდის დაინიშნება ახალი ყრილობა და ვინ იბრძოლებს რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის.
არჩევნები 20 დეკემბერსაა ჩანიშნული, თუმცა, არ არის გამორიცხული გადაიდოს.