სამტრედიელმა მოჭიდავემ ფინალში გიორგი ქაცანაშვილი ანგარიშით 5-1 დაამარცხა. გიორგი მელია სამტრედიის საჭიდაო კლუბ,, ფალავანი”- ს აღზრდილი(მწვრთნელი გია ვახტანგაძე).
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში 8 დან 14 იანვარის ჩათვლით იმართებოდა . ბათუმის სპორტის სასახლეში დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მიმდინარე საქართველოს ეროვნულ ჩენპიონატზე ფინალური შეხვედრები 5 წონით კატეგორიაში გაიმართა . გაირკვა ხუთი ჩემპიონის ვინაობა. მათ შორისაა სამტრედიელი გიორგი მელია ( 97 კგ წონითი კატეგორია ), რომელმაც საქართველოს ჩემპიონატზე დამაჯერებლად იასპარეზა და საუკეთესო შედეგი აჩვენა .