ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატში, ოზურგეთელმა სპორტსმენებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონატი, 23 წლამდე ასაკის სპორტსმენთა შორის ბათუმში ჩატარდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასში ოზურგეთელი ჭაბუკი ფალავნებიც მონაწილეობდნენ.
გიორგი ხუჭუა, (71კგ) მესამე ადგილი, მწვრთნელი გურამ მაჭარაშვილი.
გუგა კვერღელიძე (75 კგ), მესამე ადგილი, მწვრთნელი ირაკლი და ზურაბ ზურაბიანები.
სამუკა დარჩია, (130 კგ), მესამე ადგილი, მწვრთნელი ალექსანდრე ბოლქვაძე.
"ეს სპორტსმენები დიდი პოტენციალის ახალგაზრდა მოჭიდავეები არიან, ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს და სამომავლოდ მათზე სერიოზულ იმედს ვამყარებთ", _ აღნიშნა ოზურგეთის სასპორტო სკოლის მწვრთნელმა გურამ მაჭარაშვილმა.