ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ათი მოსწავლე, საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში, საჯარო სამსახურების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
მოსწავლეები 20 მარტს, 10 საათიდან 18 საათამდე, საჯარო და სამოქალაქო რეესტრში, პოლიციაში, პროკურატურასა და სასამართლოში აკვირდებოდნენ სამუშაო პროცესებს.
საზოგადოებრივი პროკურატურის საკოორდინაციო საბჭოს წევრის, ლელა თავართქილაძის თქმით, საჯარო დაწესებულებების შერჩევა მოსწავლეების სურვილის მიხედვით მოხდა. აქცია საზოგადოებრივი პროკურატურის მიერ არის ინიცირებული და მომავალშიც გაგრძელდება.