ქართველთა დანაშაულებრივი დაჯგუფების 15-მდე წევრს, რომლებიც ქალაქ სევილიაში თვეების წინ დააკავეს ესპანეთიდან გააძევებენ.
აღნიშნული დაჯგუფების წევრები საცხოვრებელ ბინებს ძარცვავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 2013-2014 წლის განმავლობაში აღნიშნულმა ჯგუფმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 250-მდე ბინა გაძარცვა.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ამ ჯგუფის დაკავებით მხოლოდ სევილიაში ბინების ქურდობის შემთხვევები 40 პროცენტით შემცირდა.
ჯგუფის ხუთ წევრს ფულადი ჯარიმის გადახდაც დაეკისრება და ესპანეთის ტერიტორიაზე შესვლა ორიდან ხუთ წლამდე ვადით აეკრძალებათ.