ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მარიკა ნაცვალაძის ინფორმაციით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსებაა გათვალისწინებული.
მარიკა ნაცვალაძემ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს პროგრამის მიზანზე ისაუბრა.
"C ჰეპატიტით დაავადებულ პირებისათვის სამკურნალო ღონისძიების ჩატარებისათვის აუცილებელი დაავადების სტადიის განსასაზღვრი გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რათა ჩართული იქნენ სახელმწიფო ელიმინაციის პროგრამაში. თითო ბენეფიციარისათვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 330 ლარს, გადახდა განხორციელდება დაავადების სირთულის შესაბამისად წარმოდგენილ ანგარიშ-ფაქტურაზე" , _ თქვა ნაცვალაძემ.