ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელის დავით წულაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 25 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრამდე გასტანს.
"24-25 დეკემბერს მუნიციპალიტეტის ბაღებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. თითოეული აღსაზრდელს საჩუქარს გადავცემთ. 25 დეკემბრიდან კი სასწავლო პროცესი შეწყდება და არდადეგები ძველი ახალი წლის ჩათვლით გაგრძელდება", -განაცხადა წულაძემ.