რამდენიმე დღის წინ ვებ გვერდმა "Celebritynetworth.com" მსოფლიოს უმდიდრესი მედოლეების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ამ საპატიო სიის პირველ ადგილზე ჯგუფი "The Beatles"-ის ყოფილი წევრი რინგო სტარი აღმოჩნდა. მისი ქონება 300 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
რინგომ 50 მილიონი დოლარით, მეორე ადგილზე გასულ ფილ კოლინზს აჯობა.
მესამე საფეხურზე ჯგუფი "Foo Fighter"-ის ლიდერი დეივ გროლი გავიდა. მისი ქონება 225 მილიონ დოლარს შეადგენს.