ქალაქ ოზურგეთში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ახალგაზრდა ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"პაციენტი მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. 90% დამწვარი იყო. ქალბატონი მოყვანიდან 40 წუთში გარდაიცვალა"- გვითხრა "მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, დავით მდინარაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.