2011 წლის 30 აპრილს ცნობილ ამერიკელ მომღერალ მერაია კერის ტყუპები შეეძინა. მუსიკოსმა ქალ-ვაჟს მაროკანა და მონრო დაარქვა.
იმ სასიხარულო ამბიდან ოთხ წელზე მეტი გავიდა.
რამდენიმე დღის წინ გამოცემამ "Rolling Stone"სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა. აღმოჩნდა რომ ქალბატონმა მერაიამ შვილები გალოთების გზაზე დააყენა.
"ბოროტი ხმების" მტკიცებით, ესტრადის ვარსკვლავი ორსულობის პერიოდში ლოთობდა და ნარკოტიკებსაც არ იკლებდა. სამწუხაროდ მომღერალი ამ მავნე ჩვევას დღემდე ვერ გადაეჩვია. უფრო მეტიც. ქალბატონმა მერაიამ შვილებიც გაალოთა.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ბავშვთა დაცვის სამსახურში ანონიმური შეტყობინება შევიდა. უცნობმა "კეთილისმსურველმა" მკაცრ ჩინოვნიკებს მერაია კერის ლოთობის გარდა, კიდევ ერთი დანაშაულის შესახებ აუწყა. იმის გამო რომ ვარსკვლავურ დედიკოს ღამ-ღამობით ძილის საშუალება მიეცეს, მერაია შვილების საღამოს საუზმეში ლუდის მცირე დოზას უმატებს. "დამთვრალი" პატარები ხმაურს წყვეტენ, უმალ დასაძინებლად მიეშურებიან, დაღლილ დედიკოს ზღაპრის მოყოლას არ სთხოვენ და მკვდარივით იძინებენ.
ჩინოვნიკები მომღერალს სახლში ეწვივნენ. რასაკვირველია "ნორჩი ალკოჰოლიკები" სასწრაფოდ გადამალეს და მიმსვლელებს ხელში მხოლოდ „დედიკო“ შერჩათ. სტუმრებმა მერაიას მკაცრი ლექცია ჩაუტარეს.
მომღერალმა ფიცი დადო რომ პატარებს "მაგარ სასმელებს" აღარ გააკარებს. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები პოპ-ვარსკვლავს ერთი თვის შემდეგ განმეორებით ესტუმრებიან და მისი დანაპირების სისწორეს შეამოწმებენ.