"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ეხმიანება პარტიის კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ნანა მაისურაძის დაკავების ფაქტს და განცხადებას ავრცელებს:
_ პარტიისთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. გამოძიების შეუფერხებლად წარმოების უზრუნველსაყოფათ, ნანა მაისურაძეს შეუჩერდება თანამდებობრივი უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე, _ აღნიშნულია განცხადებაში.
































































