საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში მოქალაქე მანქანის ქვეშ მოყვა.
კახეთის გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მანქანას საბურავი დაეშვა და ავტომობილის მფლობელი მის შეკეთებას ცდილობდა. ამ დროს ის მანქანის ქვეშ მოყვა.
შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მოქალაქეებმა შეძლეს მისი გამოყვანა. დაზარალებულის გადაყვანა საავადმყოფოში დროულად მოხდა.
ამჟამად არა გვაქვს ინფორმაცია, ემუქრება თუ არა მის სიცოცხლეს საფრთხე.































































