ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65% აცხადებს, რომ ამა თუ იმ პარტიის წარსული საქმიანობა არჩევნებზე მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს.
კვლევაში მონაწილეთა 58%-ზე გავლენას მოახდენს პარტიის საარჩევნო პროგრამა და დაპირებები. 43%-ზე ახლობლების პოლიტიკური შეხედულებები, ხოლო 41%-ზე მრევლის და მღვდლის პოლიტიკური შეხედულებები.
41% აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს პარტიის მიერ არჩევნებზე გამარჯვების მაღალი შანსი. გამოკითხულთა 25-25% ამბობს, რომ მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს დამსაქმებლის და თანამშრომლების, ასევე პოპულარული ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები.

































































