NDI-ის კვლევის მიხედვით, ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა 4%-ით შემცირდა, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 11%-ით გაიზარდა.
კვლევის მიხედვით, თუ 2015 წლის აგვისტოში გამოკითხულთა 28% აცხადებდა, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელორუსის და ყაზახეთის მიერ, 2015 წლის ნოემბერში მათი რიცხვი 4%-ით შემცირდა და 24% შეადგინა.
კვლევის მიხედვით, 2015 წლის აგვისტოში, გამოკითხულთა 47% ფიქრობდა, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, თუმცა 2015 წლის ნოემბერში ეს რიცხვი 11%-ით გაიზარდა და 58% გახდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში 1881 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
Developed By Web Features 2026 © All rights reserved
































































