BBC-ის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ფიფა-ს ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილება სეფ ბატლერისა და მიშელ პლატინის ფეხბურთის სამყაროს რვა წლით ჩამოშორების შესახებ ცნობილი გახდა, ბლატერმა პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ბლატერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ჯერ კიდევ ფიფა-ს პრეზიდენტია.
"ფიფა-ს პრეზიდენტის გადაყენება ჩადენილი საქციელის გამო მხოლოდ კონგრესს შეუძლია და კომიტეტს ამის უფლება არ აქვს,"_ განაცხადა ბლატერმა.
მისივე თქმით, კონგრესის სხდომა 27 თებერვალს გაიმართება.
"კონგრესის სხდომა 2016 წლის 27 თებერვალსაა დაგეგმილი და ვიდრე კონგრესი ახალ პრეზიდენტს არ აირჩევს, კანონის მიხედვით მე ისევ პრეზიდენტი ვარ ", _აცხადებს ბლატერი.
როგორც ცნობილია, პრესკონფერენციაზე მან კორუფციასთან კავშირი კიდევ ერთხელ უარყო.
"მომხდარის გამო ვწუხვარ, მაგრამ არ მრცხვენია, რადგან პრინციპული ადამიანი ვარ. ყველას მოვუწოდებ არასოდეს აიღონ ფული, რომელიც საკუთარი შრომით არ აქვთ ნაშოვნი და ყოველთვის დააბრუნონ ვალი. მაბრალებენ, თითქოს მიშელ პლატინი არჩევნებში ხმების მოსაპოვებლად მოვისყიდე, რასაც კიდევ ერთხელ უარვყოფ,"_ განაცხადა ბლატერმა.






































































