ახლო წარსულში სილვიო ბერლუსკონის ყოფილი სექსუალური სკანდალის ერთ-ერთმა მთავარმა ობიექტმა, მაროკოელმა მოცეკვავემ, ქარიმა ალ-მარუგმა ცოტა ხნის წინ ღია წერილი მისწერა ცნობილ ამერიკელ კინორეჟისორს ვუდი ალენს, რომელსაც კინოში თამაში სთხოვა.
ქარიმას აზრით, მხოლოდ კინოს შეუძლია, აღადგინოს მისი შელახული რეპუტაცია, ვუდი ალენი კი ის იდეალური რეჟისორია, რომელსაც იგი ბოლომდე ენდობა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ვუდი ალენმა ერთ–ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქარიმა მომხიბვლელი ქალია და მისგან, შესაძლოა, კარგი მსახიობი დადგეს.




































































