ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ ალ–აბადის ერთი თვის ხელფასი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას სამი წლის ხელფასს უდრის.
ერაყული გაზეთის "ალ-იტიჰადის"ცნობით, პრემიერ-მინისტრი თვეში 2 მილიონ ამერიკულ დოლარს იღებს, მაშინ როცა, ობამა თვეში "სულ რაღაც" 48 ათასი დოლარით კმაყოფილდება.
გაზეთისვე ცნობით, ჰაიდერ ალ–აბადის ერთი თვის ხელფასი 6 ათასი ერაყელის ხელფასის ტოლფასია წელიწადში.


































































